"ლე ბლო" მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ფინალში, რომელიც კვირას ოქლენდში გაიმართება საფრანგეთის ნაკრები მასპინძლებს, ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს რაგბის ამ უდიდესი ფორუმის მთავარ მატჩში ფრანგთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი.

იმის გამო. რომ "ოლ ბლექსი" მშობლიურ ქალქში, საკუთარ მოედანზე ითამაშებს ეს გუნდი აპრიორი ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა "იაში" ამის თაობაზე სრულიად სხვაგვარად ფიქრობს.

"ჩვენ ვიცით, რომ უდიდეს ბედნიერებას მატჩის 80 წუთი გვაშორებს. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მსოფლიოს თასის ფნალი ჩვენი ცხოვრების უდიდესი მოვლენაა.
ამიტომ, კვირას ყველაფრისთვის მზად ვიქნებით.

ის რომ "ედენ პარკზე" შეკრებილი 60 ათასი მაყურებელი "ოლ ბლექსის" ქომაგი იქნება და მათი გუნდის გაჩემპიონების მოლოდინში გულშემატკივრობას წამითაც არ შეწყვეტს, არ გავღელვებს.

პატივი გვერგო ფინალში ვითამაშოთ. ჩვენ შემოგვცქერის მთელი საფრანგეთი, თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრები იმედის თვალით გვიყურებენ და უფლება არ გვაქვს ისინი გავაწბილოთ.

ჩვენ ვიცით, რომ კვირას თხუთმეტნი მოედანზე მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ვიქნებით.

მსოფლიოს თასის გათამაშების თითქმის ყველა ეტაპზე ფავორიტად არ მიგვიჩნებდნენ. ახლაც ასეა, თუმცა ეს დამატებით მოტივაციას გვძენს." - თქვა დიმიტრი იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი, ქართველი ემიგრანტის შალვა იაშვილის შვილიშვილია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა. მან ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა და ფრანგ პარტიზანებთან ერთად საფრანგეთის განთავისუფლებისთვის იბრძოდა. ომის დასრულების შემდეგ კი შალვა იაშვილი საფრანგეთში დარჩა საცხოვრებლად.

მისი ვაჟი მიშელ იაშვილი ცნობილი ფრანგი მორაგბე იყო, რომელსაც "ლე ბლოს" კვართი არერთხელ მოურგია. მიშელს სამი ვაჟი ჰყავს, უფროსი გრეგუარ იაშვილი საქართველოს ნაკრების წევრი იყო და 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსანთა" ღირსებას იცავდა. დიმიტრი შუათანაა, მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები ევროპის ჩემპიონატზე. უმცროსი შარლ-ედუარდი კი, სულ რაღაც სამიოდე წლის წინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული