"თავიდან ძალიან გამიჭირდა. ისე ვიყავი განადგურებული, რომ არ მინდოდა რაიმე საერთო მქონოდა მსოფლიოს თასის გათამაშებასთან. მინდოდა, ის, რაც შეიძლება მალე დამევიწყებინა. მაგრამ, ხუთი-ექვსი დღის შემდეგ გონება გამინათდა. მივხვდი, რომ ეს მსოფლიოს თასია, რაგბის უდიდესი დღესასწაული, რომელიც აქვე, ჩემს სამშობლოში მიმდინარეობს.
გადავწყვიტე და ჩვენი
დენი ახალი ზელანდიის ნაკრების საწვრთნელ ბანაკსაც ესტუმრა და მის შემცვლელ აარონ კრადენს კონსულტაცია ჩაუტარა. ის მოუწოდებს "ოლ ბლექსის" მოთამაშეებს სათანადოდ შეაფასონ ფრანგთა გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ "ლე ბლო" დიდად არ ბრწყინავს.
"ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ჩვენი მეტოქე ფინალში საფრანგეთის ნაკრებია. ეს გუნდი "ოლ ბლექსისთვის" ყველაზე უხერხული მეტოქეა. ძალიან კარგად გვახსოვს რა წარსული გვაკავშირებს ფრანგებთან.
"ლე ბლომ" ორჯერ 1999 და 2007 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებაში გაწბილებული დაგვტოვა. ისინი განსაკუთრებით სახიფათონი მაშინ არიან, როცა კედელთან მიაყენებ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და ადვილად შეუძლიათ გაგაკვირვონ.
ჩემი გუნდის ორი თამაში ტრიბუნიდან ვნახე. ეს ჩემთვის აუტანელი ტანჯვა იყო. ძალიან ვნერვიულობდი. ცუდი მაყურებელი ვარ. მართლაც ძალიან ძნელი იყო, როცა ბიჭებს მოედანზე ვხედავდი და ვერაფრით ვეხმარებოდი. არადა, როგორ მივეჩვიე იმას, რომ იქვე, მოედანზე ვახერხებდი სიტუაციის შეცვლას" - დასძინა "ოლ ბლექსის" მგეზავმა დენ კარტერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"