საფრანგეთი-ახალი ზელანდია 7:8
ლელო : 1-1
გარდასახვა: 0:1
ჯარიმა: 1-0
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარდი, 14. ვენსან კლერი, 13. ორელიენ რუჟრი, 12. მაქსიმ მერმო, 11. ალექსი პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი; 1. ჟან-ბაპტისტ პუ, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მა, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დიუსოტუარი (კაპ.), 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
სათადარიგოები: 16. დიმიტრი შარჟევსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ფულჟანს
მწვრთნელი: მარკ ლივერმონი
ახალი ზელანდია: 15. ისრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. რიჩარდ კაჰუი, 10. აარონ კრუდენი, 9. პირი ვეეპუ; 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევენ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. სემიუელ უაითლოკი, 5. ბრედ ტორნი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. კირან რიდი.
სათადარიგოები: 16. ანდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენკსი, 18. ალი უილიამსი, 19. ადამ ტომსონი, 20. ენდი ელისი, 21. სტივენ დონალდი, 22. სონი ბილი უილიამსი.
მწვრთნელი: გრემ ჰენრი
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში "ოლ ბლექსმა" ფრანგი "მამლები" 8:7 დაამარცხა. ზელანდიელებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. დერეფნიდან მოწოდებული ბურთი ტონი ვუდკოქს დაუგდეს და მანაც ფრანგთა ლელოში დაამიწა.
მეორე ტაიმში მასპინძელთა 21-ე ნომერმა სტივენ დონალდმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 8:0 გახადა. ფრანგებმა ერთი ლელოს დადება შეძლეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს. ლელო ტიერი დიუსარტმა დადო, რეალიზაცია ტრენ-დუკმა გაიტანა.
მეორე ტაიმში საფრანგეთის შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა ზელანდიელების დაჯაბვნა მათ მაინც ვერ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებმა საკუთარ ისტორიაში მხოლოდ მეორეჯერ მოიპოვა მსოფლიოს თასი. პირველად "ოლ ბლექსმა" ეს 1987 წელს მოახერხა, ასევე მათ ანგარიშზე ერთი ვერცხლია (1995) და ორი ბრინჯაო (1991, 2003).