"ლე ბლოს" ლიდერმა სამ ახალზელანდიელს (პირი ვიპუ, მაა ნონუ, ჯერომ კაინო) და ორ ავსტრალიელს (ვილი გენია, დევიდ პოკოქი) აჯობა.
დაჯილდოების ცერემონია გუშინ ოქლენდში გაიმართა, სადაც წლის სხვა ნომინანტებიც დაასახელეს. 2011 წლის საუკეთსო გუნდი, ცხადია, მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. საუკეთესო მწვრთნელი კი ამ გუნდის თავკაცი გრემ ჰენრია.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბის ჯილდო ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მგეზავ ჯორჯ ფორდს ერგო. შვიდკაცა რაგბიში ყველაზე უკეთესი სამხრეთ
IRB - ს დიდების დარბაზში შეიყვანეს მსოფლიოს თასის გათამაშების ფუძემდებლები და ორგანიზატორები, სულ 12 კაცი, ამასთან, ოთხ-ოთხი მორაგბე და მწვრთნელი, ვინც აქამდე გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებებში, თავიანთი თამაშით და საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მსოფლიოს რაგბის განვითარებაში.
ყველა საუკეთესო
2010 - რიჩი მაქოა, 2009 - რიჩი მაქოა, 2008 - შეინ ვილიამსი, 2007 - ბრაიან ჰაბანა, 2006 - რიჩი მაქოა, 2005 - დენ კარტერი, 2004 - სხალკ ბურხერი, 2003 - ჯონი ვილკინსონი, 2002 - ფაბიენ გალტიე, 2001 - ქის ვუდი.
2011 წლის სეზონის ლაურეატები
საუკეთესო მორაგბე: ტიერი დუსოტუარი (საფრანგეთი)
საუკეთესო გუნდი: ახალი ზელანდიის ნაკრები
საუკეთესო მწვრთნელი: გრემ ჰენრი (ახალი ზელანდია)
საუკეთესო იუნიორი: ჯორჯ ფორდი (ინგლისი)
საუკეთესო მეშვიდკაცე: სესილ აფრიკა (სამხრეთ აფრიკა)
საუკეთესო ლელო: რადიკე სამო (ავსტრალია)
დიდების დარბაზის წევრები
დოქტორი როჯერ ვანდერფილდი, რიჩარდ ლაითლჯონი, სერ ნიკოლას შეჰადი, ჯონ კინდალ-კარპენტერი, დევიდ კირკი, სერ ბრაიან ლოჰორი, ნიკ ფარ-ჯოუნზი, ბობ დუირი, ფრანსუა პინარი, ქის ქრისტი, როდ მაკქუინი, მარტინ ჯონსონი, სერ კლაივ ვუდვორდი, ჯონ სმითი, ჯეკ ვაითი, გარეთ რისი, ავგუსტინ პიშო, ბრაიან ლიმა, ჯონა ლომუ, ჯონ ილზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"