უელსი ითხოვს, მაგრამ...

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშება ახლახან დასრულდა, მაგრამ უკვე დაიწყო პოლემიკა მომავალ, 2015 წელს ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებასთან დაკავშირებით.

სადავო თემა უელსის რაგბის კავშირმა წამოჭრა, რომლის ნაკრებმაც ახალ ზელანდიაში შესანიშნავად იასპარეზა და მეოთხე ადგილზე გავიდა. IRB-იმ მსოფლიოს თასის გამართვის უფლება ინგლისს მისცა, მაგრამ უელსელები ითხოვენ, რომ მათმა ნაკრებმა ჯგუფური ტურნირის მატჩები კარდიფში, "მილენიუმზე" გამართოს.

ამის წინააღმდეგი არიან სამხრეთნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნები. მათი არგუმენტი სავსებით ლოგიკურია. თუ ინგლისის და უელსის ნაკრებები ჯგუფში ერთად მოხვდებიან, მათ თანაჯგუფელებს ორჯერ მოუწევთ მასპინძელ გუნდთან,
ანუ სტუმრად თამაში, რაც სხვა გუნდებთან შედარებით არათანაბარ პირობებში ყოფნას ნიშნავს.

IRB-ს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე უელსელებს გარანტიას ვერ აძლევს, რომ 2015 წელს მსოფლიოს თასზე შინ ითამაშებენ.

"ჩვენ ორი მიზანი გვაქვს, პირველი უზრუნველვყოთ მაქიმალური ფინანსური მოგება და მეორე, რაგბის ზეიმი იყოს საყოველთაო, ისე როგორც ეს ახალ ზელანდიაში მოხდა. აქ მსოფლიოს თასის მატჩები 12 ქალაქში გაიმართა, რითაც ამ ქვეყნის სახელობის უმრავლესობა უშუალოდ გახდა ზეიმის მონაწილე. ასევე გვინდა მოხდეს ინგლისშიც, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ამ ქვეყნის რომელი ქალაქები უმასპინძლებენ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმს" - თქვა ბერნარ ლაპასემ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა IRB-ს წარუდგინა "თვიქნემი" და "უემბლი" ლონდონში, "ვილფორდ როუდი" ლესტერში, "კინგსჰოლმი" გლოსტერში, "ელანდ როუდი" ლიდსში. ასევე საფეხბურთო სტადიონები "ოლდ ტრაფორდი" მანჩესტერში, "ენფილდი" ლივერპულში, "სენტ ჯეიმზი" ნიუკასლში და "ემირეიტსი" ლონდონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული