"ბოკეს" ორი ლეგენდარული მორაგბე გამოეთხოვა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი ჯონ სმიტი და ვიცე-კაპიტანი ვიქტორ მეტფილდი ეროვნულ ნაკრებს გამოეთხოვნენ.

"ბოკეს" შერკინების კვაჭი საცხოვრებლად ინგლისში გადაბარგდა, სადაც "სარასენზის" ღირსებას დაიცავს. მეტფილდი კი, რომელიც სამხრეთაფრიკელთა უცვლელი მეორეხაზელი იყო, რაგბის თამაშს თავი საბოლოოდ დაანება. ის უკანასკნელ მატჩს "ბარბაროსების" შემადგენლობაში ითამაშებს "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში.

ჯონ სმიტმა და ვიქტორ მეტფილდმა კარიერირა თითქმის ერთდროულად დაიწყეს 2000 წელს და 11 წლის განმავლობაში ერთად სჭედდნენ "ბოკეს" სახელოვან ისტორიას. სმიტმა ეროვნულ გუნდში 111 კეპი მოიხვეჭა, აქედან 83-ში კაპიტანი იყო. მეტფილდს კი სამხრეთ აფრიკის რეკორდი
ეკუთვნის, მან ეროვნულ გუნდში 114 მატჩი ჩაატარა. ამასთან 17-ჯერ "ბოკეს" კაპიტნობდა.

დროის ამ მონაკვეთში წყვილმა გუნდთან ერთად 2007 წლის მსოფლიოს თასი მოიგო და არავის დაუთმო პირველობა სამი ერის გათამაშებაში 2004 და 2009 წლებში.

"ჩვენ ბედნიერება გვქონდა თვალი გვედევნებინა ორი ბუმბერაზი მორაგბის შესანიშნავი კარიერისთვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში მათ დამსახურებულად ატარეს მძიმე ტვირთი. მომავალი თაობებისთვის, როგორც მოთამაშეებმა და ლიდერებმა, მათ თამასა ძალიან მაღლა ასწიეს.

არასდროს დავივიწყებთ მათ და, იმედი გვაქვს, რომ თავიანთ გამოცდილებას სამხრეთაფრიკულ რაგბის მომავალშიც მოახმარენ" - თქვა ამ ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული