დე ფილიერსის სკამი ცარიელია

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ახალ ზელანდიაში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ფილიერსი გადადგა.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა მისი ადგილის დაკავება დე ფილიერსის ტექნიკურ კონსულტანტს რასი ერასმუს შესთავაზა, თუმცა მისგან კატეგორიული უარი მიიღო.

"ბოკეში" მთავარ მწვრთნელად სამუშაოდ მზად არ ვარ. მინდოდა 2007 წლის მსოფლიოს თასზე გუნდთან ერთად მემუშავა, მაგრამ არ გამომივიდა. წლეულს შანსი კიდევ ერთხელ მომეცა და ვიმუშავე კიდეც. სამწუხაროდ, მსოფლიოს თასი ვერ მოვიგეთ.

2015 წლისთვის გუნდს ვერ მოვამზადებ, თუმცა შემიძლია სამწვრთნელო შტაბს მოგვიანებით შევუერთდე და დავეხმარო" - თქვა რასი
ერასმუსმა.

"ბოკეს" მთავარი მწვრთნელის კანდიდატებს შორის ყველაზე სასურველად "სტორმერზის" თავკაცი ალისტერ კუცია მიიჩნევა, რომელიც 2007 წლის მსოფლიოს თასზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

"კლუბთან კონტრაქტი 2012 წლის ბოლომდე მაქვს გაფორმებული. ძალიან მინდა "სტორმერზთან" ერთად ზე რაგბის გათამაშება მოვიგო" - თქვა მან.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები არიან ასევე ნიკ მალეტი, ჯეკ ვაითი და ჰეინკე მეიერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული