გრემ ჰენრი "ბარბაროსებს" გაწვრთნის

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გამარჯვებულის ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრემ ჰენრი და მისი ასისტენტი სტივენ ჰანსენი 26 ნოემბერს "ბარბაროსებს" უხელმძღვანელებენ, რომელიც ლონდონში, "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, რომ "ბარბაროსთა" შემადგენლობაში "ოლ ბლექსის" ბევრი მორაგბე ითამაშებს, მათ შორის სონი ბილ ვილიამსი, კევინ მეალამუ და ჯერომ კაინო.

"უდიდესი პატივია, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ახლახან გამარჯვებული მორაგბეები, "ბარბაროსები" კვართს მოირგებენ. მათი დამრიგებლები კი ავსტრალისათან მატჩში ჩვენი გუნდის მწვრთნელები იქნებიან.

წინასწარი მონაცემებით, მატჩზე დასასწრები უკვე 40 ათასი ბილეთია გაყიდული. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ "თვიქნემზე" ანშლაგი
იქნება" - თქვა "ბარბაროსების" პრეზიდენტმა ჯონ სპენსერმა.

მოსალოდნელია, რომ ავსტრალიელთა წინააღმდეგ მსოფლიოს ვარსკვლავთა ნაკრებში ითამაშონ, ლი ჰალფენიმ, ჯიმი რობერტსმა, სტივენ ჯოუნზმა, ადამ ჯოუნზმა (ოთხივე-უელსი), დენი სიპრიანიმ (ინგლისი), სტირლინგ მორთლოქმა (ავსტრალია) და ჯეისონ ვაითმა (შოტლანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული