წერილში, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სამოას რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჰარი შუსტერი, აღმასრულებელი დირექტორი პიტერ შუსტერი, ნაკრების მწვრთნელი მეთიუ ვაეა და მისი ასისტენტი რაიან შუსტერი.
"ჰარი სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე ვიცნობდი. მას მხოლდ ერთი რამ აინტერესებდა, თავის მეგობრებთან ერთად გართობა. მხოლოდ სასტუმროს ბარი იყო ის ადგილი, სადაც მისი ნახვა შეიძლებოდა.
მან თავის გართობა-ღრეობაში, მთავარი მწვრთნელი
მისი ასისტენტი რაიან შუსტერი ცდილობდა მთავარი მწვრთნელის სამუშაო შეესრულებინა, მაშინ, როცა ის დასალევად და გოლფის სათამაშოდ მიდიოდა. რაიანს ეს ცუდად გამოსდიოდა, რადგან არასაკმარისი კვალიფიკაცია აქვს, ის დაბალი დონის სპეციალისტია.
ყოველივე ამან გუნდის თამაშზე და მსოფლიო თასზე ნაჩვენებ შედეგზე დიდი გავლენა იქონია. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ.
ვფიქრობ, სამოას რაგბის წისნვლისთვის აუცილებელია ხელმძღვანელად გვყავდეს წესიერი და საქმისადმი ერთგული ადამიანები.
მთელი გუნდის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ქომაგებს უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავალაგოთ სამოას რაგბიში აწეწილი ვითარება, ეს საჭიროა არა მარტო ამჟამინდელი, არამედ ჩვენი მომავალი თაობებისთვისაც.
გარწმუნებთ, თუ ყველაფერი მოწესრიგდება და საქმეს პროფესიონალები გააკეთებენ, სამოას ნაკრებს ვერავინ შეაჩერებს," - წერს მაონრი შვალგერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"