შეგახსნებთ, რომ ეს გუნდი წლეულს პირველად ჩაერთო ზე რაგბის გათამაშებაში და დებიუტიც წარუმატებელი ჰქონდა.
მელბურნელთა მთავარმა მწვრთნელმა დამიენ ჰილმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ მისი გუნდი ორი შესანიშნავი შენაძენით შეივსო - "რებლზთან" კონტრაქტი გააფორმეს ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელებმა ჯეიმზ ოკნორმა და ქართლი ბეილიმ.
"ჩვენი მიზანია ისეთი გუნდი შევქმნათ, რომელც წლეულსაც და მომავალშიც ზე რაგბის ლიდერებს კონკურენციას გაუწევს. ქართლი ბეილი და ჯეიმზ ოკონორი ავსტრალიური რაგბის ხალგაზრდა, უნიჭიერესი წარმომადგენლები არიან. მათი გადაწყვეტილება,
ამასთან, ახალწვეულთა შორისაა პაულ ალო-ემილი, მიჩ ინმანი, ჯეიმზ კინგი - ესენი მომავლის მოთამაშეები არიან. ზოგადად, გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილნი ვართ. მიგვაჩნია, რომ მომავალი გამარჯვებების საფუძველი უკვე ჩაყრილია. ახლა უველაფერი ჩვენს გარჯაზეა დამოკიდებული" - თქვა "მელბურნ რებლზის" თავკაცმა დამიენ ჰილმა.
შეგახსნებთ, რომ "მელბურნ რებლზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ნაკრების ყოფილმა დაცვის მწვრთნელმა ჯონ მაგლტონმა.
"მელბურნ რებლზი": პაილ ალო-ემილი, ქართლი ბეილი, როდნი ბლეკი, ადამ ბირნსი, ალისტერ კემპბელი, დენი სიპრიანი, ტომ ჩემბერლენი, ტიმ დავიდსონი, გარეთ დილვი, ადამ ფრეირი, მარკ ჯერარდი, ნიკ ჰენდერსონი, ჯეიმს ჰინგელდორფი, ჯულიან ჰაქსლი, მიჩ ინმანი, ლოიდ იოჰანსონი, ლუკ ჯოუნზი, ჯეიმზ კინგი, რიჩარდ კინგი, მაიკლ ლიპმანი, მაჰლან მიჩელი, სტირლინგ მორთლოქი, ჯეიმ ოკონორი, ნიკ ფილიპსი, ჰუგ პაილი, გედ რობინსონი, იაროდ სეფი, ჰით ტისმანი, კუპერ ვუნა, ლორი ვიკსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"