ჰენრი რეკომენდაციას ჰანსენს აძლევს

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის ახალი მფლობელის, ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ თავის მემკვიდრედ სტივ ჰანსენი დაასახელა, რომელიც აქამდე მის ასისტენტად მუშაობდა. ჰენრი ამტკიცებს, რომ საჭიროა მემკვიდრეობითობის პრინციპის დაცვა.

"ვფიქრობ, მემკვიდრეობითობის დაცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში გასული წლების გამოცდილება დაიკარგება. ამიტომ ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰენსენი უნდა იყოს.

ეს ჩემი პირადი აზრია, მათ ვინც "ოლ ბლექსის" საჭეს მართვა მოუწევს, წარსულის გაკვეთილები აუცილებლად დასჭირდება მომავლის შესაქმნელად. ვფიქრობ, ეს ნებისმიერი გუნდისთვის აუცილებელია.

ჰენსენი კარგად ერკვევა რაგბიში, აქვს შესანიშნავი ურთიერთობა მორაგბეებთან და, რაც
მთავარია, ძალიან უნდა გამარჯვების მოპოვება." - თქვა გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა შობამდე დასახელდება. კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი პროგრამა, რომელთა განხილვის შემდეგაც რაგბის კავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ასევე გასაუბრების გავლა მოუწევთ მთავარი მწვრთნელის ასისტენტობის პრეტენდენტებსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული