კარტერმა საზარდული დაიშავა და ოპერაცია გაუკეთეს. ის, უკეთეს შემთხვევაში, თამაშს მარტის ბოლოსთვის შეძლებს. გაცილებით რთულად აქვს საქმე მაქოას, რომელიც იმავდროულად გუნდის კაპიტანიცაა. მან მსოფლიოს თასის გათამაშება ნატკენი ფეხით ჩაამთავრა და თუ ოპერაცია დასჭირდა, გამორიცხული არ არის, რომ მომავალ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
"ჯვაროსნების" მწვრთნელს ტოდ ბლეკედერს სჯერა, რომ მის გუნდს ამ მართლაც უდიდესი მორაგბეების
"ჩვენ გვყავს ჯორჯ ვაითლოქი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი მორაგბე და კაპიტანია. ამასთან "ჯვაროსნების" ლიდერები არიან ვაით კროკეტი და ენდი ელისი. მიმაჩნია, რომ მათ რეალურად შესწევთ ძალა გუნდს წარუძღვნენ.
რაც შეეხება რიჩი მაქოას, მას ფეხი ისეთ ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა, რომ საერთოდ არ უნდა ეთამაშა. თუმცა, როგორც მას სჩვევია, დიდი მოთმინება და ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და ისევ ძველი შემართებით დაგვიბრუნდება" - თქვა ტოდ ბლეკედერმა.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში პირველად დაასახელეს ერთბაშად ოთხი ძმა ვაითლოქები. ჯორჯი, სემი, ლუკი და ადამ ვაითლოქები მომავალი სეზონიდან "ჯვაროსენბის" ღირსებას ერთად დაიცავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"