მუდი ჯონსონს მხარს უჭერს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლუის მუდი "პომების" თავკაცად მარტინ ჯონსონის დარჩენას ითხოვს. მომავალი მსოფლიო თასის გათამაშება 2015 წელს ინგლისში გაიმართება, ამიტომ მუდის მიაჩნია, რომ ახლა ნაკრებში კარდინალური ცვლილებების დრო არ არის.

უმჯობესია სტაბილურობის შენარჩუნება, რაც განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

"ჯონომ გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები მოიყვანა და ყველაფერი გააკეთა, რომ მათ თავიანთი პოტენციალი ბოლომდე გამოემჟღავნებინათ. ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ბენ იანგზი, დენ კოლი, კორტნი ლოუ, კრის ეშტონი და ბენ ფოდენი საერთაშორისო არენაზე პოპულარულები გხდნენ.

ცხადია, ყველაფერი მარტინ ჯონსონზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ მას
ნაკრებში მუშაობის გაგრძელება უნდა. ახლა მისი თანამდებობიდან გაშვება არაფრით შეიძლება. ამის მაგალითად ახალი ზელანდიის მწვრთნელი გრემ ჰენრი გამოდგება. "ოლ ბლექსმა" 2007 წელს მეოთხედფინალში წააგო, მაგრამ მწვრთნელი არ მოუხსნიათ. შედეგად აგერ ოთხი წლის შემდეგ "ვებ ელისის" თასი მოიგეს.

იგივენაირად მოხდა ინგლისშიც. კლაივ ვუდვორდის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია. ოთხი წლის შემდეგ კი ვუდვორდმა და კომპანიამ ავსტრალიაში ფინალში მასპინძლები დაამარცხა.

2015 წელს მსოფლიოს თასის გათამაშება ინგლისში გაიმართება. კარგი შანსი გვაქვს "ვებ ელისი" ჩვენს სამშობლოში დავტოვოთ. ამ შანსის ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება" - თქვა ლუის მუდიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული