სკანდალი: ახალზელანდიელები სტეროიდებით იჭყიპებოდნენ

AutoSharing Option
ახალ ზელანდიურ რაგბიში სკანდლი მწიფდება. ამ ქვეყნის რაგბის კავშირის ყოფილმა ჩინოვნიკმა გასული საუკუნის 90-იან წლებში "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში მოთამაშე რამდენიმე მორაგბე სტეროიდების მიღებაში დაადანაშაულა.

ჯეკ როლსტონმა, რომელიც ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში მარკეტინგის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ავტობიოგრაფიული ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც ზემოთ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაწერა. თუმცა როლსტონს არ დაუსახელებია კონკრეტული მორაგბეების ვინაობა.

"რაგბის ქომაგებს ეს გააოგნებს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ 90-იანი წლების "ოლ ბლექსში" იყვნენ მორაგბეები, რომლებიც სტეროიდებით იჭყიპებოდნენ." - თქვა მან.

ჯონ ჰართმა, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელი იყო 1999 წელს,
ცხადია, ყოველივე ეს უარყო:

"მსგავსი არაფერი მინახავს და გამიგია. ის არასდროს დასწრებია საწვრთელ პროცესს. საინტერესოა, სად უნდა ენახა მას როგორ იჭყიპებოდნენ მორაგბეები სტეროიდებით" - გაოცება ვერ დამალა ჰართმა.

"ოლ ბლექსის" ყოფილმა კაპიტანმა ტენ რენდელმა ჰართის კომენტარი გაიმეორა და დაამატა;

"ჯეკს ძალიან კარგად ვიცნობ, ის კარგი ადამიანია. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია რა ამოძრავებს მას, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს. მან იცრუა და ამით ძალიან ბევრ ადამიანს შეურცხყოფა მიაყენა. ერთი, რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ჩემი კაპიტნობის დროს, მსგავსი არაფერი მომხდარა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული