მარტინ ჯონსონი გადადგა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა. "პომები" მეცხრე გუნდია, რომლის თავკაციც მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ შეიცვლება. აქამდე თანამდებობები დატოვეს, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, საქართველოს, იტალიის, იაპონიის, სამოას, სამხრეთ აფრიკისა და რუსეთის ნაკრებების მწვრთნელებმა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილბა გუშინ მიიღო. მიზეზი არა მარტო ინგლისელთა სათაყვანებელი გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგი იყო, არამედ მოედნის მიღმა გუნდის მოთამაშეების უდისციპლინობა.

ყველაფერი ახალი ზელანდიის პატარა, საკურორტო ქალაქ ქვინზთაუნში დაიწყო. "საკი ლაინზე" მდებარე ბარში ინგლისის ნარების რამდენიმე მორაგბე ღორებივით გამოთვრნენ და ყველაფერი ლამის
თავზე დაიმხეს. ყოველივე ამის მთავარი მოქმედი გმირი კი ბრიტანეთის სამეფო კარის სიძე, შუამარბი მაიკ თინდოლი იყო, რომელიც ახლახან ინგლისის რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა 25 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა და ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა.

ცხადია, ამ ყველაფერში მარტინ ჯონსონი საკუთარ თავს ადანაშაულებს. მან მიჩქმალა ქვინზთაუნში მოხდარი ინცინდენტი და თქვა, რომ მორაგბეებმა უბრალოდ ლუდი მიირთვეს, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. არადა, აღმოჩნდა, რომ საქმე გაცილებით ცუდად იყო.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ მეთ დოუსონმა "დეილი მეილთან" ინტერვიუში, მაიკ თინდოლს შეშლილი უწოდა და თქვა, რომ:
"ინგლისს მსოფლიოს რაგბის მთელი სამყარო დასცინის. ყველა გაოცებული უყურებდა, როგორ იღუპავდნენ თავს "პომები". ეს კიდევ არაფერი.

თინდოლს 25-ათასიანი ჯარიმა დააკისრეს. არადა შუამარბი მანუ ტუილაგი ოქლენდის ყურეში ბორანიდან გადახტა. ამით მან არა მარტო თავისი სიცოხლე ჩააგდო საფრთხეში, არამედ დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ სხვა თანაგუნდელებიც დაეშავებინა. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ 3 ათასი გირვანქა სტერლინგით დასაჯეს. სად არის აქ თანმიმდევრული, სამართლიანი დამოკიდებულება.

ამას დროულად უნდა მოეღოს ბოლო. ასე გაგრძელება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო სასაცილონი გავხდებით. მარტინ ჯონსონმა ზედმეტი ლოიალობა გამოიჩინა, რის გამოც ძალზედ მწარედ დავისაჯეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული