"იაშიმ" ტრავმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე მიიღო. გასულ უქმეებზე კი "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ბურთის ყოველ დარტყმაზე ფეხზე საშინელ ტკივილს გრძნობდა.
სამედიცინო კვლევის შედეგად ექიმებმა რეკომენდაცია მისცეს, რომ ორი კვირა დაისვენოს. ამრიგად, იაშავილი მომავალ უქმეებზე, ინგლისურ "სარასენზთან" მატჩში გუდნს ვერაფრით დაეხმარება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"