"პომებს" სტიუარტ ლანკასტერი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის მფლობელის, ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ ინგლისის ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა.

"ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა არარეალურია. 65 წლის ვარ და ამჟამად ახალ ზელანდიაში ვცხოვრობ. მინდა ევროპაში გადავბარგდე და რომელიმე ევროპული კლუბის მწვრთნელი გავხდე. ნაკრებში მუშაობას აღარ ვაპირებ" - თქვა გრემ ჰენრიმ.

ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრებს, დროებით, ამ ქვეყნის A ნაკრების მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი უხელმძღვანელებს, მანამ სანამ ინგლისის რაგბის კავშირი ეროვნული ნაკრების თავკაცის ვინაობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლანკასტერი აპირებს მწვრთნელთა შტაბში დატოვოს
დაცვის მწვრთნელი მაიკ ფორდი და შერკინების მწვრთნელი გრემ რაუნტრი. გუნდთან გამოთხოვება მოუწევთ უკანა ხაზის მწვრთნელ ჯონ ველშს, ფორვარდების მწვრთნელ ბრაიან სმითს და ფეხით თამაშის მწვრთნელ დეივ ოლრედს.

იმავდროულად, ინგლისური კლუბის "ნორსჰეპთონის" მწვრთნელი ჯიმი მალინდერი ნაკრების თავკაცობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. ის 2006 და 2007 წლებში ინგლისის A ნაკრებს წვრთნიდა და 16 შეხვედრიდან 15 მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული