ის "ბარბაროსების" მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ 26 ნოემბერს, "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში სათამაშოდ მიიწვია.
ინგლისის ეროვნულ გუნდში განვითარებულმა მოვლენებმა სიპრიანის მეტი თავდაჯერებულობა და იმედი გაუჩინა, რომ "პომების" კვართს მომავალშიც არაერთხლ მოირგებს. ის მზად არის ყველაფერი იღონოს, რათა 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ძირითადი მგეზავი იყოს.
შეგახსენებთ, რომ ნაკრებიდან სიპრიანი "პომების" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა მოკვეთა. რის შემდეგაც გლამურული ცხოვრების მოყვარული დენი შორეულ ავსტრალიაში გადაიხვეწა და
სიპრიანი კონტრაქტით ამ გუნდში კიდევ ერთი სეზონი უნდა დარჩეს. ცხადია, ამ ეტაპზე უცნობია, რას გადაწყვეტს ის, ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს თუ ევროპაში დაბრუნდება.
"ჩემი მიზანია 2015 წლის მსოფლიოს თასზე ნაკრების ძირითადი მგეზავი ვიყო. როცა ინგლისის ნაკრების თამაშს ვუყურებ, ყოველთვის ამ გუნდში თამაშის სურვილი მიმძაფრდება. ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.
მჯერა, რომ შევძლებ ჩემს სარაგბო კარიერაზე გავაკეთო კონცენტრაცია. მოკლევადიან პერსპექტივაში მინდა ახალი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩავატარო და ნაკრბში თამაშის უფელბა მოვიპოვო. იმედი მაქვს, "პომების" მომავალი მწვრთნელები გამონაკლისს დაუშვებენ და იმ მორაგბეებსაც გამოიძახებენ, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ.
არასდროს მიმაჩნდა, რომ ჯონსონი პიროვნულად მერჩოდა. აქ ავსტრალიაში ყოფნისას დავრწმუნდი, რომ ყველაფრის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებო. მე ბევრი შეცდომა დავუშვი და ამიტომაც ვერ მოვხვდი ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე. ამჯერად ვეცდები, შეცდომა გამოვასწორო" - თქვა დენი სიპრიანიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"