მუდი ინფორმაციის გაჟონვას გმობს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები და მისი პრობლემები მსოფლიოს სპორტული პრესის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

"პომების" ყოფილმა კაპიტანმა ლუის მუდიმ ახლახან კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომელმაც ნაკრების ბანაკიდან გაჟონა და ასეთი აურზაური გამოიწვია.

"კიდევ ერთხელ მწყდება გული, რომ ნაკრების ბანაკიდან ინფორმაციამ გაჟონა. არადა ყველაფერი კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამას თავისი პოლიტიკისთვის იყენებენ.

ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო და არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სამუშაოს პირნათლად ვასრულებდი, მაგრამ თუ ზოგიერთ მოთამაშეს ჰგონია, რომ არასათანადოდ
გავისარჯე, ეს მათი უფლებაა.

საკუთარ თამაშს, საქმიანობას ყოველთვის კრიტიკულად ვუდგებოდი. მსოფლიოს თასის გათამაშებისას იყო გარკვეული დეტალები, რასაც სხვაგვარად გავაკეთებდი. ახლა გამოცდილება უკვე მაქვს და იმედია, რომ სხვებიც იგივეს გააკეთებენ.

შემდეგი რამდენიმე თვე სასისოცხლოდ მნიშვნელოვანია ინგლისური რაგბისთვის. ვფიქრობ, რომ ინგლისის რაგბის კავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ნაკრების ახალი მწვრთნელის არჩევისას.

მე ნაკრებიდან წავედი და ახლა მთლიანად "ბასიში" საკლუბო კარიერაზე ვარ კონცენტრირებული. თუმცა არც ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე ვიტყოდი უარს" - თქვა ლუის მუდიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული