IRB რაგბის გაფეხბურთებას ებრძვის

AutoSharing Option
რაგბის საერთაშორისო საბჭო სერიოზულად ფიქრობს იმის თაობაზე, რომ მორაგბეების მიერ თამაშისას ჩაფხუტის გამოყენება აკრძალოს. თუმცა ზოგი ამტკიცებს, რომ პირდაპირი აკრძალვა მიუღებელი იქნება, ამის სანაცვლოდ IRB-ს შეუძლია საჯარიმო სანქციები დააწესოს.

მსოფლიოს რაგბის მმართველი ორგანო შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ რაგბი სულ უფრო კარგავს თავის ვაჟკაცურ სულს და ფეხბურთს ემსგავსება, როგორც ვიზუალურად ისე შინაგანი კულტურით. კერძოდ კი, IRB-ს არ მოსწონს მაისურების საყელოები და მიაჩნია, რომ ასე ფეხბურთელები იცვამენ. ასევე აკრიტიკებს მორაგბეთა საქციელს, წინააღმდეგია სხვადასხვა ფერის ბუცებით თამაშის, ლელოს გიჟურად აღნიშვნისა და ხელოვნური გარუჯვის.

ერთი სიტყვით, IRB შიშობს, რომ რაგბის იმიჯი ილახება, რაც გამოიწვევს სპონსორების, ტელევიზიების ინტერესის განელებას, შედეგად შემცირდება შემოსავლები, რაც რაგბის განვითარებისთვის დიდი საფრთხეა.

IRB-მ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც არის შეიმუშაოს მკაცრი კანონები, რითაც შესაძლებელი იქნება რაგბის იმიჯის გადარჩენა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განსახილველი საკითხი სწორედ ჩაფხუტების თემა იქნება.

"რატომღაც რაგბის სამყაროში შლემის მიმართ არამართებული დამოკიდებულება აქვთ. ზოგიერთი მორაგბე და ქომაგიც ფიქრობს, რომ ჩაფხუტი ეფექტური საშუალებაა მძიმე ტრავმისგან დასაცავად. ეს ასე არ არის. მას შეუძლია უმნიშვნელო ჭრილობისაგან და დალილავებისაგან დაგიცვას, მაგრამ ვერაფერს გახდება ისეთი დარტყმის წინააღმდეგ, რომელსაც ტვინის შერყევის გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, ვფიქრობთ, ის სრულიად ზედმეტია", - თქვა IRB-ს ანალიტიკოსმა რობერტ კლივმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
IRB-ს ამ სისულელეებზე ფიქრს ჯობია წესები უფრო გააიოლოს და ხალხისთვის უფრო ადვილად აღთქმადი იყოს თორე ეს სპორტი ისევ მიყრუებული იქნება და ისე 7-8 გუნდი იქნება მსოფლიოში რაგბის მცოდნე. მაისურებზე ფიქრობას და წესები აქვს იდიოტური.
დათო
19:10 27-11-2011
0
ვეთანხმები IRB ს, ყველანაირად... ლელოს რო დადებენ და მარიაჟები,,, რაგბი სულის სათამაშოა და არა სამარიაჟო...
LizarD
22:11 26-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული