"ტულონის" ახალი მწვრთნელი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბერნარ ლაპორტი და კლუბის მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ჩვენებურის თამაშით კმაყოფილნი არიან და სამომავლოდ მასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლაპორტმა თვალი "ბრივის" ქართველ ბურჯს ვასილ კაკოვინსაც დაადგა. შეგახსენებთ, რომ ქუბრიაშვილის გარდა "ტულონში" ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე ირიცხებიან, რომლებიც ამჟამად ესპუართა გუნდში თამაშობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"