ვუდვორდი ისევ უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ - "პომებს" დროებით მწვრთნელთა ტრიომ უხელმძღვანელოს, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კლაივ ვუდვორდის კიდევ ერთი აღშფოთება გამოიწვია.

თანაც, როგორც გაირკვა, ინგლისელთა თავკაცის კანდიდატებს შორის ყველაზე რეალურად სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტი მოიაზრება. ცხადია, ამან ცეცხლზე ნავთი დაასხა და ვუდვორდი სანაკრებო რაგბის მენეჯერ რობ ენდრიუს "თავს დაესხა".

"მიუხედავად იმისა, რომ რობ ენდრიუს სარაგბო საზოგადოება და სპორტული მედია მწვავედ აკრიტიკებდა, ის არც დაუქვეითებიათ და, მით უმეტეს, არ გაუნთავისუფლებიათ თანამდებეობიდან. არადა ინგლისის ნაკრების წარმატების გასაღები სწორედ მის ხელთაა.

თუ ინგლისის
რაგბის კავშირის საქმანობას ბიზნესის ნებისმიერ სფეროს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საწარმოოს წარმატება მთლიანად სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული. მენეჯერის თანამდებობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც გუნდის მთავარი მწვრთნელის.

იმედი მაქვს, რომ ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცი 2012 წლიდან ინგლისელი ან ვინმე ბრიტანელი იქნება. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ინგლისში მაღალი დონის მწვრთნელების ახალი პლეადა წამოვიდა. მათ შორის ტობი ბუტი (ლონდონ აირიში), მარკ მაკ-კოლი (სარასენზი), ჯიმი მალიდნერი (ნორსჰემპთონი) და სხვები.

როგორც მოსალოდენლი იყო, ახალ მწვრთნელს სანაკრებო კომიტეტი დანიშნავს, ანუ არავინ იქნება ისეთი, ვისაც წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხი შეიძლება მოსთხოვო. მერე დამნაშავე მხოლოდ მთავარი მწვრთნელი იქნება.

ერთადერთი რაც მომეწონა ისაა, რომ დროებით მთავარ მწვრთნელს მხოლოდ ორი ასისტენტი ეყოლება. შესაძლოა, ეს ჩემს ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ეპოქა, როცა მთავარი მწვრთნელი ასისტენეტების დიდ ჯგუფს ქმნიდა, ვფიქრობ, წარსულს ჩაბარდა." - თქვა კლაივ ვუდვორდმა.

შეგახსენებთ, რომ კლაივ ვუდვორდი სწორედ ის ინგლისელი სპეციალისტია, რომლის კანდიდატურაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე განიხილება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული