ორი მსოფლმხედველობის დაპირისპირება

AutoSharing Option
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს-ანჯელესში გაირკვევა, ვინ იქნება მსოფლიოს რაგბის ხელმძღვანელი ორგანოს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტი.

კანდიდატურა ორია, მოქმედი პრეზიდენტი ფრანგი ბერნარ ლაპასე და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ბილ ბომონტი.

წესით, არჩევნები ოქტომბერში, ოქლენდში მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას უნდა გამართულიყო, მაგრამ ვინაიდან ვითარება ძალიან დაძაბული იყო, არსებობდა საფრთხე, რომ ვებ ელისის თასისთვის ბრძოლიდან ყურადღებას IRB-ში არსებულ დაპირისპირებაზე გადავიდოდა. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება არჩევნები დეკემბერში ჩაეტარებინათ.

ლაპასეს, რომელსაც საყოველთაო მოსაზრებით მეტოქეზე მცირედი უპირატესობა აქვს, დიდი სურვილი გააჩნია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი
გახდეს. სწორედ მისი ძალისხმევის შედეგია, რომ შვიდკაცა რაგბი 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში ჩართეს. ამან კი იმ ქვეყნებში, სადაც რაგბის დიდად არ სწყალობდნენ, სპორტის ამ სახეობის დაფინანსების გაზრდა გამოიწვია. რაც რაგბის გლობალური განვითარებისთვის უდავოდ კარგი ტენდენციაა.

"საუბარი ორ მამაკაცს შორის ბრძოლაზე კია არა, ორ მსოფლმხედველობაზე, რაგბის განვითარებასთან დაკავშირებულ ორ ხედვაზეა." - განაცხადა ბერნარ ლაპასემ, რომელმაც გამოთქვა სურვილი, ყველაფერი იღონოს, რათა რაგბი განუხრელად განვითარდეს აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც.

ბილ ბომონტის ხედვა კი რადიკალურად განსხვავებულია. ის განვითერების წინაღობად რაგბიში არსებულ პრობლემებს მიიჩნევს.

საგულისხმოა, რომ თუ ბომონტი არჩევნებში დამარცხდება, ვიცე- პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწევს. ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა უკვე არსებობს, ესენია: ახალზელანდილეი გრემ მური და სამხრეთაფრიკელი ორეგონ ჰოსკინსი.

"მიმაჩნია, რომ მსოფლიოს რაგბიში არსებული პრობლემების გადაჭრა და ვითარების გაუმჯობესება შემიძლია. ეს არ იქნება იოლი. მაგრამ, ყველა ერთად თუ ვიმუშავებთ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ.

რაგბის მთელი ცხოვრება შევწირე. ალალად, პატიოსნად ვიმუშავე და მინდა, რომ, როგორც თამაში რაგბი კიდევ უფრო საინტერესო, ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადო" - განაცხადა ბილ ბომონტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული