ამ თანამდებობაზე არჩევის თითქმის თანაბარი შანსი ჰქონდათ მოქმედ პრეზიდენტს, ფრანგ ბერნარ ლაპასეს და ვიცე- პრეზიდენტს, ინგლისელ ბილ ბომონტს. საბოლოოდ ორი ხმის უპირატესობით 14:12 ლაპასემ გაიმარჯვა.
ამასთან ერთად, გაიმართა ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები, ბილ ბომნტის ადგილი სამხრეთაფრიკელმა ორეგონ ჰოსკინსმა დაიკავა. ლაპასე და ჰოსკინსი მოვალეობის შესრულებას 1 იანვრიდან შეუდგებიან.
"ჩემთვის დიდი პატივია რაგბის საერთაშორისო საბჭოს კიდევ ოთხი წელი ვუხელმძღვანელო. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ რაგბი მთელს მსოფლიოში განვითარდეს.
ვიცე-პრეზიდენტის
ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა ვიზრუნოთ რაგბის თამაშის შემდგომ განვითარებაზე, დახვეწაზე. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეროვნული რაგბის კავშირები ფინანსურად მოღონიერდნენ. საამისოდ ეფექტური ეკონომიკური მოდელია შესამუშავებელი. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი მწვრთნელებისა და მოთამაშეების კეთილდღეობას" - თქვა ბერნარ ლაპასემ.
უფრო კონკრეტული ამოცანები დასახა თავის კომენტარში ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა:
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მაღალი ნდობა დავიმსახურე. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ბერნართან ერთად საქმიანობას შვუდგები. რაგბიმ მომავალ ათწლეულში განვითარების მწვრვალს უნდა მიაღწიოს. საამისოდ ბევრი, მუხლჩაუხრელი შრომა გვმართებს.
საგულისხმოა, რომ მომდევნო ათწლეულში მსოფლიოს თასის ორი გათამაშება გვაქვს გასამართი, რომელთა წარმატებაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიოს რაგბის ბედი. ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დებიუტი გვექნება რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში".
პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ IRB-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნები შედგა.
აღმასკომში შევიდნენ აღმასრულებელი დირექტორი მაიკ მილერი, ბილ ბომონტი (ინგლისი), ტაცუზო იაბე (იაპონია), ჯანკარლო დონდი (იტალია), პიტერ მაკგარტი (ავსტრალია), პიტერ ბოილი (ირლანდია), გრემ მური (ახალი ზელანდია) და ბობ ლათემი (აშშ).
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელ კომიტეტში პირველად მოხვდა იაპონიის წარმომადენელი, რაც სავარაუდოდ, 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ბერნარ ლაპასეს ხელმეორედ არჩევას მყისვე გამოეხმაურა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი. როგორც აღმოჩნდა, ის გადამწყვეტი ერთი ხმა, რომლითაც ლაპასემ საბოლოოდ ბომონტს აჯობა, სწორედ ახალზელანდიელებს მიუციათ.
"მიმაჩნია, რომ ბერნარისთვის ჩვენი საქცილი საკმაოდ გასაგები სიგნალია საიმისოდ, რომ მანრეალურად დაიწყოს მსოფლიოს რაგბიში ცვლილებების განხორცილება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან გამართულ მსოფლიოს თასზე IRB-მ 63 მილიონამდე დოლარის ზარალი ნახა, მომავალ წელს საკმაოდ გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მას ვენდეთ, იმედი გავაქვს არ გაგვაწბილებს" - თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სტივ ტიუმ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი დაიმუქრა, თუ პრობლემა არ მოგვარდება, 2015 წლის მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსი" არ იასპარეზებსო.
ფოტო: ბერნარ ლაპასე საქართველოში სტუმრობისას
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"