იან რიჩი ინგლისურ რაგბის უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა იან რიჩი.

"ნისლიანი ალბიონის" რაგბის ახალი ხელმძღვანელი 58 წლისაა და აქამდე ინგლისის ჩოგბურთისა და კრიკეტის კლუბის ხელმძღვანელი იყო.

მის საქმიანობასთანაა დაკავშირებული ჩოგბურთში დიდი სლემის ერთ-ერთი ტურნირის, "უიმბლდონის" მზარდი პოპულარობა და ფინანსური წარმატება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის რაგბის კავშირი, მას შემდეგ, რაც ივნისში აღმასრულებელი დირექტორი ჯონ სტილი გადადგა, "უთავოდ" იყო.

ცხადია, ამან ქვეყნის რაგბის კარგი არაფერი მოუტანა. ახლა "ჩაძირვის პირას მისული გემის" გადარჩენა რიჩის მიანდეს, რომელსაც მაღალი დონის მენეჯერის რეპუტაცია აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული