შეგახსენებთ, რომ ის ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მთავარი მწვრთნელის გრემ ჰენრის თანაშემწე იყო, რომელიც თანამდებობიდან ერთი თვის წინათ გადადგა.
სტივ ჰანსენი "ოლ ბელქსში" მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ 2004 წლიდან მუშაობს. მან გუნდთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი, შეიძლება ითქვას, რომ მძიმე წლებიც გამოიარა. სტივი ნაკრების მორაგბეებს შორის ავტორიტეტით სარგებლობს და გრემ ჰენრის სარაგბო იდეოლოგიის გამგრძელებლად მიიჩნევა.
სტივ ჰანსენის კონკურენტი ეროვნული ნაკრების თანამდებობაზე დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" თავკაცი ვერნ
"ამაყი ვარ იმით, რომ ახალზელანდიური რაგბი ასეთ მაღალ დონეზეა და ამაში თუნდაც მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის. ძალიან მიხარია, რომ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობის საშუალება მომეცა. ჩემი მიზანია, გუნდის თამაში კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაძლიერდეს." - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.
"ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჰანსენმა 2004 წლიდან მოყოლებული დიდი სამუშაო გასწია გრემ ჰენრისთან ერთად, რათა "ოლ ბლექსი" ტრიუმფამდე მიეყვანა.
სტივს დიდ პატივს სცემენ ახალზელანდიელი მორაგბეები, ენდობიან და მხარს უჭერენ. ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად, სწორედ ის იმსახურებს "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელი ერქვს"- თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბრაიან ვილიამსმა.
ჰანსენს უფლება აქვს ერთი თანაშემწე აიყვანოს. კანდიდატები არიან იან ფოსტერი, "ქენთერბერის" ყოფილი მწვრთნელი ოზი მაკლინი და "ოლ ბლექსის" ფეხით თამაშის მწვრთნელი მაიკ ბირნი. საერთო აზრით, ეს უკანასკნელი ფავორიტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"