მაქოა: ნუ დამიძახებთ სერს

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის მფლობელის ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანს რიჩი მაქოას სერის ტიტულის ტარება არ სურს. წინადადებით, "ოლ ბლექსის" ლეგენდარული მესამეხაზელსითვის რაინდის წოდება მიენიჭებინათ, ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი ჯონ კეი გამოვიდა.

მაქოა IRB-ს ვერსიით სამჯარ დაასახელს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ და წლეულს ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან ერთად "ვებ ელისის" თასის მფლობელიც გახდა.

მაქოა, ზოგადად, წინააღმდეგი არ არის რაინდის ტიტული მიიღოს, თუმცა მას არ სურს ეს მანამდე მოხდეს, სანამ რაგბის თამაშს თავს არ დაანებებს.

"ვის თუ არა რიჩი მაქოას ეკუთვნის ატაროს რაინდის წოდება. მაგრამ,
მან უარი თქვა სერ რიჩი მაქოა ეწოდოს, სნამ რაგბის თამაშობს. მერე, როცა დიდ ასპარეზს ჩამოშორდება, საამისოდ შესატყვისი დრო დადგება" - თქვა "რდიო სპორტის" ეთერში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ახალზელანდიელმა ფლანკერმა ახლახანს რაგბის კავშირმა ახალ, ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. თუმცა, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ მაქოა ჯანმრთელობის გაუარესების გამო თამაშს ვერ შეძლებს, ხელშეკრულება ორმხრივად გაუქმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული