სონი ბილი გვემშვიდობება?

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი, სონი ბილ ვილიამსი, რომელიც "ოლ ბლექსთან" ერთად წლეულს მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა, რაგბი ლიგიდან რაგბიში სამი წლის წინ გადაბარგდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ისევ უკან, რაგბი ლიგაში დაბრუნებას აპირებს.

თუმცა სონი ბილი ამას მომდევნო, 2012 წელს ვერაფრით შეძლებს, რადგან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს "ვაიკატოსთან". ავსტრალიური გაზეთის, "სიდნეი ტელეგრაფის" ცნობით კი ვილიამსს სიდნეის შემოგარენში დასახლება სურს. ამასთან ერთად, გაზეთის ცნობით, ის ფარულად მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის სამომავლო კარიერასთან დაკავშირებით.

ეს ინფორმაცია საკმაოდ დიდ გაურკვევლობას იწვევს. რადგან დიდი ხანი არ
არის, რაც სონი ბილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რაგბიდან წასვლას არ აპირებს და ძალიან მოსწონს "ოლ ბლექსში" თამაში.

"ახალი ზელანდიის ნაკრები შესანიშნავი გუნდია. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მგეზავ აარონ კრადენთან, ბრწყინვალე მოთამაშეა რიჩარდ კაჰუი. ძალიან მინდა ბევრი ვიმუშავო და ისეთივე დიდი მორაგბე გავხდე, მაა ნონუ რომ არის." - თქვა მან.

როგორც გაირკვა, სონი ბილ ვილიამსის თავის რიგებში ხილვა ორ ავსტრალიურ გუნდს, "პარამატა ილზს" და "სიდნეი როსტერსს" სურს.

პირველი ვილიამსის მშობლიური გუნდია და იქ ბევრი მეგობარი ჰყავს. მეორეს მფლობელი მულტიმილიონერი ნიკ პოლიტისია, რომელის "სქელ ქისასაც" იოლად შეუძლია სონი ბილი გადაიბიროს.

ერთი სიტყვით, ჯერ გარკვეული არაფერია და მსოფლიოს რაგბის სამყარო, მოუთმენლად ელის მოვლენების განვითარებას. ყველას აინტერესებს, დაგვემშვიდობება თუ არა სონი ბილ ვილიამსი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული