ისთერს "პომების" კაპიტნობა სურს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "ჰარლიქუინზის" მესამეხაზელ ნიკ ისთერს "პომების" კაპიტნობა სურს. ინგლისის ეროვნული გუნდი ახალ ზელანდიაში მოსფლიოს თასზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, მედიის კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. შედეგად თნამდებობა დატოვეს ნაკრების მწვრთნელებმა, მათ ნაცვლად კი დროებითი თავკაცები დანიშნეს.

ისთერს კაპიტნობის წადილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ლუის მუდიმ ნაკრებიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. ამასთან ერთად, გაურკვეველია შუამარბის მაიკ ტინდოლის სანაკრებო კარიერის ბედი. ისთერი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია საერთაშორისო არენაზე ინგლისის ნაკრებს სარგებლობა მოუტანოს და იმედი აქვს, რომ ახალი დროებითი მწვრთნელი, სტიუარტ ლანკასტერი ახალგაზრდებისა და
გამოცდილი მორაგბეების დიდებულ სინთეზს შექმნის.

"დარწმუნებული ვარ, რომ ლანკასტერი ნაკრებში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს უხმობს. თუმცა, მას მაინც დასჭირდება გამოცდილ მოთამაშეებს დაეყრდნოს და მეც საკმაოდ დიდი ამბიცია მაქვს ეროვნულ გუნდში წარმატებისთვის ვიბრძოლო, თუ ლანკასტერი კაპიტნობას მანდობს, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. თუმცა ვისურვებდი, რომ ჩემი კაპიტნობა, მისი მწვრთნელობისგან განსხვავებით, დროებითი არ იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული