ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ამ გადაწყვეტილებამ, ცხადია, კოტერი ძალიან დაამწუხრა. მას ის დაუწუნეს, რომ ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს და, ამასთან ერთად, სურთ, ჰენსენმა ჰენრის გაკვალული გზა განაგრძოს.
ახალზელანდიელთა ამ გადაწყვეტილებამ "კლერმონის" ქომაგები ძალიან გაახარა, რადგან "ვულკანების" მიერ ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები, მეტწილად სწორედ კოტერის
"ძალიან ვწუხვარ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ამ გადაწყვეტილების გამო. არადა, გულით მინდოდა ნაკრებს სათავეში ჩავდგომოდი და მის თამაშში ბევრი რამ ახალი შემეტანა. სამწუხაროდ, მათ არჩეული გზის გაგრძელება გადაწყვიტეს. რას იზამ, მე პატივს ვცემ მათ ამ გადაწყვეტილებას.
თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად ნაკრებში მუშაობის გამოცდილების არქონა დასახელდა. თუ არ დამნიშნავ და არ მამუშავებ, გამოცდილება საიდან მექნება.
თანაც, თუ ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, სხვადასხვა ქვეყნების ნაკრების მორაგბეებთან ხომ წლებია ვმუშაობ. ჩემი გაწვრთნილი ბიჭების უმრავლესობა იყო საფრანგეთის ნაკრებში, რომელმაც ახალ ზელანდიასთან ფინალში მხოლოდ ერთი ქულით წააგო.
ამასთან ერთად საკლუბო და სანაკრებო რაგბიში რა, ერთი და იგივე წესები არ არის? მოედნის ზომები განსხვავებულია?
თუ რომელიმე ელიტური სარაგბო ქვეყანა თავის ეროვნულ ნაკრებს ჩამაბარებს, სიამოვნებით ვიმუშავებ, თუ არა და აქ, კლერმონშიც შესანიშნავად ვგრძნობ თავს" - თქვა ვერნ კოტერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"