"პომები" თავისუფალ ფრენას აპირებენ

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების დაწყებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა. ინგლისის ნაკრების მწვრთნელთა ახალმა შტაბმა ეროვნულ გუნდში გამოსაძახებელთა სავარაუდო სია შეადგინა, რომელიც ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, რომ "პომების" დროებითი მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერია, რომელიც მანამდე ინგლისის A ნკრების თავკაცი იყო.

მწვრთნელთა ძველი შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ ერთი გრემ როუნტრი დარჩა.

როგორც მოსალოდენლი იყო, ნაკრებში გამოძახებულთა შორის ბევრი ახალი მორაგბეა, მით უფრო რომ ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვეს ჯონი ვილკინსონმა, სტივ ტომსონმა და საიმონ შოუმ.

"ჩვენ ვისაუბრეთ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის შესახებ. ქვაზე სამუდამოდ
ამოკვეთილი არავის გვარი არ არის. კატეგორიულად არაფრი გადაგვიწყვეტია. ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველას აქვს.

მწვრთნელთა უწინდელ შტაბს ხშირად გვაკრიტიკებდნენ, რომ ვერ ვახერხებდით მორაგბეთა პოტენციალის გამომჟღავნებას ანუ მოთამაშეებს თავისუფლებას ვუზღუდავდით, არ ვაძლევდით იმპროვიზაციის საშუალებას.

ახლა ასე აღარ იქნება. ჩვენ გვინდა ყველამ ისე ითამაშოს, როგორც შეუძლია. გვინდა, რომ ნაკრებში მოსული მოთამაშე გულანთებული, თავის ძალებში დარწმუნებული იყოს, მოედანზე გავიდეს და მოიგოს.

ახალ ზელანდიაში ინგლისის ნაკრების გამოსვლის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენ მართლაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 13 თამაშიდან ათს ვერაფრით მოვიგებდით.

ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ მსოფლიოს თასის მოსაგებად. მაიკ ფორდმა და ჯონ უელსმა უდიდესი სამუშაო გასწიეს. სამწვრთნელო კარიერაში ჯერ კიდევ ნორჩი ვარ. მათთან მუშაობისას კი ბევრი რამ ვისწავლე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული