"ტულონის" "მამა-მარჩენალი" ხან სკანდალში ეხვევა თავის მკვეთრი გამონათქვამების გამო, ხნაც კი, და ბევრად უფრო ხშირად, ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვით იპყრობს ყურადღებას.
"ყავლგასული ვარსკვლავების დახმარების ფონდი", "ჩამქარლი ვარსკვლავების თავშესაფარი", "პენსიონერი ვარსკვლავების მოწყალების სახლი", ეს სარაგბო კლუბ "ტულონისთვის" მიძღვნილი ეპითეტებია. ვის ან საიდან არ ნახავთ აქ.
წლეულს ბურჯელალმა ინგლისელი საიმონ შოუ მიიწვია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე
ბურჯელალმა მგეზავების მთელ კოჰორტას მოუყარა თავი. ორი თვის წინათ გუნდს შეუერთდა ავსტრალიელი მეთ გიტო, ახალი წლიდან კი ტულონელებს სამხრეთ აფრიკაში გადახვეწილი ფრედერიკ მიშალაკიც დაეხმარება, რომელსაც ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშს უპირებენ.
ახლახნ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურჯელალმა ფრანგული რაგბის ყველაზე ექსტრავაგანტურ ფიგურას, "მეტრო რასინგის" მესამეხაზელ სებასტიან შაბალს დაადგა თვალი. "თავ-პირ გაბურძგნულ" მორაგბეს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი წლევანდელი სეზონის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. მურადიც იქვეა და საფრანგეთის ნაკრებისთვის დაწუნებულ შაბალს თავის გუნდში ეპატიჟება.
"სებასტიან შაბალი მოვლენაა რაგბიში, ის უდიდესი მორაგბეა. თუ მას სურს თავის კარიერაში მწვერვალებს მიაღწიოს, ამას ყველაზე უკეთ "ტულონში" შეძლებს.
მის მიმართ ინტერესი დიდი ხანია მაქვს, ის კარგი მორაგბეა და მინდა, რომ პოტენციალის სრულად გამოვლენაში დავეხმარო, ამით თვითონაც იხეირებს და კლუბიც" - თქვა ტულონის პრეზიენტმა მურად ბურჯელალმა.
დღესდღეობით "ტულონის" ყველაზე სუსტ წერტილად რვა ნომრის პოზიცია მიიჩნევა. ამ ხარვეზის აღმოფხვრას ბურჯელალი და კომპანია ქართველი მორაგბის, მამუკა გორგოძის მიწვევით ცდილობდნენ, თუმცა ეს ამბავი ბოლოს სკანდალით დასრულდა.
ახლა "ტულონის" ახალი მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი ბურჯელალისგან მხოლოდ ვარსკვლავებს ითხოვს. ასე რომ, გამორიცხული არ არის მომავალ სეზონში "ტულონში" გამოჩნდნენ კრის მასო, რაფაელ ლაკაფია და პიერ სპისი. ამ მორაგბეებთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"