ქართული რაგბისა და ბორჯღალოსნების მონაგარზე ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ. ამჯერად კი, მსოფლიოს რაგბიში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გავიხსენებთ.
5 თებერვალი: ირლანდიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში, რომში, იტალიის ნაკრებთან სამარცხვინიო მარცხს რონან ოგარამ გადაარჩინა. მისმა არეკნმა მატჩის ბოლო წუთებზე "სამყურებს" 13:11 მოაგებინა.
12 მარტი: იტალიის ნაკრებმა თავის ისტრიაში პირველად შეძლო საფრანგეთის ნაკრების დამარცხება. "სკუადრა აძურამ" მეტოქეს
27 მარტი: წლეულს ზე 14 გათამაშებას კიდევ ერთი გუნდი "მელბურნ რებლზი" დაემატა და ტურნირს "ზე რაგბი" ეწოდა. ამ შეჯიბრების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა მოსაპარეზე გუნდები ერთმანეთს ევროპაში დაუპირისპირდნენ.
ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი", რომლის სტადიონიც ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია, ლონდონში, "თვიქნემზე" დურბანის "ნატალ შარქსს" შეხვდა და 44:28 მოუგო.
9 აპრილი: "ჰეინეკენის თასის" მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ ფრანგული კლუბები დადგნენ. შეხვედრები პირველად ევროტურნირების ისტორიაში ნეიტრალურ სტადიონებზე ესპანეთში გაიმართა. "პერპინიანმა" დავით ქუბრიაშვილის "ტულონი"'ბარსელონაში დაამარცხა, "ტულუზმა" კი ბასკურ "ბიარიცს" სან სებასტიანში აჯობა.
20 მაისი: ინგლისურმა "ჰარლიქუინზმა" "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ფინალში ფრანგული "სტად ფრანსე" მინიმალური სხვაობით 19:18 დაამარცხა. გამარჯვების ლელო მატჩის მიწურულს არგენტინელმა გონსალო კამაჩომ გაიტანა, რომელიც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე თავისი ქვეყნის ნაკრებში ვერ მოხვდა.
21 მაისი: "ჰეინეკენის თასის" ფინალი დრამატრული სცენარით განვითარდა. ირლანდიურმა "ლენსტერმა" მატჩის პირველი ტაიმი ინგლისურ "ნორსჰემპთონთან" 6:22 წააგო. შესვენების შემდეგ ირალანდიელ მორაგბეებს ვეღარ იცნობდით. მათ შეხვედრა 33:22 მოიგეს.
4 ივნისი: მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" თავის 25-წლიან ისტორიაში პირველად გავიდა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში. სადაც ფრანგული რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდ, "ტულუზთან" დამარცხდა - 10:15.
10 ივნისი: ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა.
26 ივნისი: მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხედ ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიგო. "უმცროსმა ოლ ბლექსმა" იტალიურ პადოვაში, ფინალში ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები 33:22 დაამარცხა.
2 ივლისი: ზე რაგბის გათამაშების ფინალში ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" ფინალში კეიპთაუნის "სტორმერზი" დაამარცხა 29:10. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან "ჯვაროსნებს" მთელი სეზონის განმავლობაში საკუთარ მოედანზე ერთხელაც არ უთამაშიათ. შეგახსენებთ, რომ "კრუსეიდერზის" სტადიონი მიწისძვრამ დაანგრია.
13 ივლისი: იაპონიის ნაკრებმა პირველად მოიგო IRB-ს წყნარი ოკეანის ქვეყნების ერთა თასი. ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა ფინალში ტურნირის მასპინძლებს, ფიჯის ნაკრებს მოუგეს - 24:13.
27 აგვისტო: ავსტრალიის ნაკრებმა ბრისბენში ბოლო ტურის მატჩში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს მოუგო და 2001 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა სამი ერის გათამაშებაში.
9 სექტემბერი: ოქლენდში, "ედენ პარკზე" მსოფლიოს თასის გახსნის საზეიმო ცერემონიალს 60 ათასი მაყურებელი დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მასპინძელთა გუნდმა ტურნირის პირველ მატჩში ტონგას ნაკრებს 41:10 მოუგო.
1 ოქტომბერი: ტონგას ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაში პირველი ხმურიანი სენსაცია გამოაცხო. კუნძულელებმა ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებს სძლიეს 19:14.
23 ოქტომბერი: ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიოს თასის ფინალში, უშეღავათო ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით შეძლო საფრანგეთის ეროვნული გუნდის დამარცხება 8:7 და "ვებ ელისის" თასს მეორედ დაეუფლა.
24 ოქტომბერი: საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ტიერი დუსოტუარი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
13 დეკემბერი: IRB-ს პრეზიდენტი, ფრანგი ბერნარ ლაპასე ამ თანამდებობაზე კიდევ ერთი ვადით აირჩიეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"