როგორც ავსტრალიური "სანდეი ტელეგრაფი" იუწყება სონი ბილი სიდნეიში დაიდებს ბინას. კონტრაქტი ხუთწლიანია და ამ ხნის განმავლობაში მორაგბე 4 მილიონ დოლარს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ სონი ბილ ვილიამსი რაგბი ლიგიდან რაგბიში 2008 წელს გადაბარგდა. ჯერ ფრანგულ "ტულონში" ასპარეზობდა, მერე ახალ ზელანდიაში დაბრუნდა და დღემდე "კრუსეიდერზში" თამაშობს. მან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსის" გამარჯვებაში.
ვილიამსს კონტრაქტი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან 2012 წლის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, რაგბი ლიგაში ის მხოლოდ
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ოფისი საშობაო არდადეგების გამო დაკეტილია და ამიტომ გენერალური მენეჯერი ნილ სორენსენი ამ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს.
"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ სონი ბილ ვილიამსი წლეულს ისევ ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებში ითამაშებს. ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ზე რაგბის გათამაშებაში და დიდი როლი ითამაშა მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსის" გამარჯვებაში.
სონი ბილი გამორჩეული მორაგბეა, თავისი განუმეორებელი ხელწერით, რაც რაგბის კიდევ უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს ხდის. ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას და იმედი გვაქვს, რომ მომავალი სამი ერის გათამაშებაში, ნაკრებს ისევ დაეხმარება წარმატების მიღწევაში".
აღსანიშნავია, რომ სონი ბილს განზრახული აქვს თავისი საკრივო კარირეაც განაგრძოს. 8 თებერვალს ის პროფესიულ რინგზე რიჩარდ ტუტაკის დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"