გაზეთ "ტაიმსის" ცნობით, ბოლო ექსპერიმენტში 12 სპეციალისტი მონაწილეობდა. მათ დაადგინეს, რომ, როცა მორაგბეებს უჩვენეს მოკლე, ოთხწუთიანი კლიპი ეგზოტიკური ცეკვებით ან წესების გარეშე ბრძოლის ერთ-ერთი შერკინება, მათ ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობამ პიკს მიაღწია.
გაზეთმა დასძინა, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალში "ჰორმონები და მათი ქცევა".
აღსანიშნავია, რომ წვრთნის ამ მეთოდს უკვე იყენებს რამდენიმე გუნდი.
"რაგბი, ცხადია, საბრძოლო სპორტის სახეობაა და აგრესიული განწყობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ტესტოსტერონი კარგი ჰორმონია. ადამიანების უმრავლესობას სწორედ ისეთი რეაქცია აქვს, როგორც ექსპერიმენტმა გვიჩვენა. ამიტომ ისინი უკეთ მუშაობენ, რადგან თავს უკეთ გრძნობენ" - თქვა ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მეცნიერმა ქრისტიან კუკმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"