სიპრიანი მზადაა ფლუდი შეცვალოს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა ოთხშაბათს ეროვნული ნაკრების 30-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

"პომების" ქომაგების სამწუხაროდ, პირველ მატჩში შოტლანდიის ნაკრებთან, სტუმრად "მერიფილდზე" შესაძლოა მგეზავმა ტობი ფლუდმა ვერ ითამაშოს.

ამ ამბავმა კიდევ უფრო მეტად გაუღვივა ნაკრებში დაბრუნების იმედი, ყოფილი მწვრთნელის, მარტინ ჯონსონის მიერ მოკვეთილ მგეზავ დენი სიპრიანის, რომელიც ამჟამად ზე რაგბიში მოასპარეზე "მელბურნ რებლზის" ღირსებას იცავს.

24 წლის სიპრიანის ლანკასტერთან აქამდეც უმუშავია, მას კარგად იცნობს და იმედი აქვს, რომ ოთხშაბათს ეროვნული ნაკრების მორაგბეთა სიაში მის გვარსაც ამოიკითხავს.

"სტიუარტ ლანკატერთან ადრეც
მიმუშავია, ის კარგი სპეციალისტია და დიდად ვაფასებ. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ, როგორც ლანკასტერმა თქვა, ნაკრებში მოხვედრის შანსი იმ მორაგბეებსაც ექნებათ, რომლებსაც აქამდე სხვადასხვა მიზეზების გამო არ იწვევდნენო.

თუ ნაკასტერი ნაკრებში გამომიძახებს ეს ჩემი შანსი იქნება, რომელსაც მყარად ჩავებღაუჭები და ვეცდები ხელიდან არ გავუშვა. ზე რაგბის გათამაშების წლევანდელი სეზონისთვის გამალებით ვემზადები, ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ, თუმცა მთელი ჩემი არსებით სამშობლოში ვარ, ძალიან მინდა ეროვნულ ნაკრებში გამოვიდე. რაგბის თამაში ამიტომაც დავიწყე და ამდენს სწორედ ამ ოცნების ასრულებისთვის ვშრომობ.

ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ ერთ შანსს კიდევ მომცემენ. ცხადია, მყარი გარანტია არ არსებობს, მაგრამ გარწმუნებთ, თავს არ დავზოგავ, რათა 2012 წელს ინგლისის ნაკრების ძირითადი მგეზავი გავხდე." - თქვა დენი სიპრიანიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული