"ბრიტანელი ლომების" თავკაცი შესარჩევია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ "ბრიტანელი ლომები" 2013 წელს ტურნეს ავსტრალიაში გამართავენ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიადი გუნდისთვის კი ჯერ მწვრთნელი არ შეურჩევიათ. კანდიდატი სამია, უელსის ნაკრების მწვრთნელი უორენ გეთლენდი, შოტლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცი ენდი რობინსონი და "სამყურების" (ირლანდიის ნაკრები) დამრიგებელი დეკლან კიდნი.

"ბრიტანელი ლომების" მწვრთნელის არჩევა წლეულს ექვსი ერის გათამაშების მსვლელობისას მოხდება. სამივე მათგანს ყურადღებით დააკვირდებიან და არჩევანიც ამის მერე გაკეთდება. თუ პირობებს ვერცერთი მათგანი დააკმაყოფილებს, მაშინ "ბრიტებს" ისევ ყოფილი მწვრთნელი და "ბასის" ამჟამინდელი თავკაცი იან მაკგიჰანი წარუძღვება.

ის "ბრიტანელ ლომებს" 2009 წელს
სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნეში ახლდა, სადაც ევროპელებმა "ბოკეს" მხოლოდ ერთხელ მოუგეს და ორჯერ დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების დროებითი მწვრთნელის სტიურატ ლანკასტერის კანდიდატურა არ განიხილება, რადგან მას სათანადო გამოცდილება არ გააჩნია.

"საჭირო არ არის გენიოსი იყო, რათა ღირსეული კანდიდატი შეარჩიო. ჩვენ მათ ყურადღებით დავაკვირდებით და ვნახავთ რამდენად ღირსნი არიან ისინი "ბრიტანელ ლომებს" უხელმძღვანელონ" - თქვა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ფენანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული