სკანდალი მწვავდება

AutoSharing Option
ფრანგულ რაგბიში "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენტ მურად ბურჯელალთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება და კიდევ უფრო მწვავე ხდება. საფრანგეთის რაგბის ნაცინალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა მისი საკითხის განხილვა გადაწყვიტა, თუმცა ჯერ თარიღი არ დაუსახელებია.

"ის რაც მურად ბურჯელალმა განაცხდა "კლერმონისა" და "ტულონის" მატჩის შემდეგ, რაგბის მხოლოდ ავნებს. მიმაჩნია, რომ ეს მეტაფორები ვულგარულია. ამიტომ მისი საქმე აუცილებლად განიხილება სადისციპლინო კომიტეტის მიერ" - განაცხადა საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ პიერ რევოლმა.

საოცარია, რომ ბურჯელალმა ძალიან კარგად იცოდა იმ საფრთხის შესახებ, რაც ელოდა.

"ძალიან კარგად
ვიცოდი ამ გამონათქვამების გამო რა მელოდა. შესაძლებელია ეს ყველაფერი ლიცენზიის დაკარგვის ფასადაც დამიჯდეს, მაგრამ გარწმუნებთ, ამის მოთმება მეტი აღარ შეიძლება. ჩემი განცხადება განზრახ პროვოკაციული იყო, რადგან მინდა საქმე არბიტრაჟამდე მივიდეს.

ისე, ძალიან მიკვირს, ისინი რაგბის რენიმეს დაცვაზე, რომ ლაპარაკობენ. თუ ასეა, დასჯის ნაცვლად, ყურადღებით უნდა მომისმინონ და მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო ზომები მიიღონ." - თქვა მურად ბურჯელალმა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა პიერ ბერდოსმა აღიარა კიდეც თავისი შეცდომა:
"რაგბი საკმაოდ დინამიური თამაშია. ყველ უქმეებზე უპრინციპულესი ორთაბრძოლების განსჯა გვიწევს და რა გასაკვირია, რომ ასეთ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლების დროს შეცდომაც მოგივიდეს. სამწუხაროდ, უამისობა არც "კლერმონისა" და "ტულონის" დაპირისპირებისას იყო. მაგრამ, შეცდომა არამარტო "ტულონის", არამედ "კლერმონის" საზიანოდაც დავუშვი. ეს შეცდომა იყო და არა მიკერძოებული მსაჯობა" - თქვა მან.

ცხადია, ბერდოსის ეს აღიარება უყურადღებოდ ბურჯელალს არ დარჩენია და მსაჯის სიტყვებს უმალვე გამოეხმაურა.

"პრობლემა არ არის, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად მივალ, ოღონდ მათ უნდა გაითვალისწინონ ჩემი დღის განრიგი. იმოტომ, რომ რაგბი ჩემი პური არ არის. მე არავიზე დამოკიდებული არ ვარ, მაქვს ჩემი ბიზნესი და შესაბამისად ყოველი დღე დაგეგმილია. ასე რომ, ძალიან ბევრი ადამიანისაგან განსხვავებით რაგბიზე დამოკიდებული არ ვარ.

ისინი რაგბის სისუფთავეზე საუბრობენ, როცა ამ ქვეყანაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვიდრე ეს თამაშია. ბერდოსმა ნაწილობრივ აღიარა თავისი დანაშაული. თუ ის მზად არის ბოდიში მოიხადოს, მაშინ ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ" - დასძინა მურად ბურჯელალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული