ცხადია, მომავალ, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოუთმენლად ველით მსგავსი და კიდევ უფრო მაღალი დონის ამომავალ ვარსკვლავებს.
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ არსებობს მთელი ჯგუფი ძალიან ძლიერი მორაგბეებისა, რომლებმაც, სავარაუდოდ, შარშან ბოლოჯერ ითამაშეს მსოფლიოს თასზე. მართალია, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ რაგბობს, თუმცა ძნელად დასაჯერებელია, რომ კიდევ ოთხი წელიწადი გაუძლებენ მუდმივად მზარდ კონკურენციას.
აი ისინიც:
ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია) - ის მსოფლიოს რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი
შეინ ვილიამსი (უელსი) - მისი მიღწევები თავისთავად მეტყველებენ ამ "ჩია", მაგრამ უდიდესი მორაგბის შესახებ. შეინმა, რომელიც 2008 წელს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს, ნაკრების 68 მატჩში 57 ლელო გაიტანა. მან სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა და გამოსათხოვარ მატჩში ნოემბერში ავსტრალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.
ვიქტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა) - ის დერეფნის ბატონ-პატრონი იყო. "ბოკეს" შემადგენლობაში მეტფილდმა 110 კეპი მოიხვეჭა და მხოლოდ კაპიტანს ჯონ სმიტს ჩამორჩა. მან ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ რაგბის თამაშს თავს ანებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების შერკინება აღარასდროს იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც მეტფილდის დროს იყო.
ჯონი ვილკინსონი (ინგლისი) - ის თანამედროევეობის ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ინგლისის ნაკრები "ვილკოსთან" ერთად და მის გარეშე ორი აბსოლუტირად განსხვავებული გუნდია. ჯონი ფეხით თამაშის მოდის კანონმდებელია. მისი ცნობილი, დიდოსატური არეკნის წყალობით "პომებმა" 2003 წელს "ვებ ელისის" თასი მოიგო. ხოლო 2007 წლის მსოფლიოს თასზე ფინალში გააღწია.
სამწუხაროდ, რაგბის ამ უდავოდ უბრწყინვალესმა მოთამაშემ ერთი თვის წინათ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხდა. არადა, ის მხოლოდ 36 წლის იქნებოდა. მსოფლიოს თასის გათამაშების ისტორიას კი ამაზე ბევრად ხანდაზმული მოთამაშეებიც ახსოვს.
კრის პატერსონი (შოტლანდია) - ის შოტლანდიური რაგბის თილისმა იყო. პატერსონი 33 წლისაა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ საუკუნეა შოტლანდიის ნაკრებში თამაშობს. "ნარშავების" ყველაზე გამორჩეულმა მორაგბემაც ახალახან ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა,
ფელიპე კონტეპომი (არგენტინა) - არგენტინული რაგბის ლეგენდა, მიუხედავად იმისა, რომ 34 წლისაა ჯერაც ხალასად და საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. მართალია, სისწრაფე ოდნავ დააკლდა, მაგრამ ამის კომპენსაციას უდიდესი გამოცდილების წყალობით ახერხებს. მსოფლიოს თასის ოთხ გათამაშებაში ასპარეზობა ხუმრობა არ არის.
არ გაგვიკვირდება, თუ კონტეპომის 2015 წლის მსოფლიოს თასის წინ არგენტინელთა ბანაკში ვიხილავთ.
კევვინ მეალამუ (ახალი ზელანდია) - ის "ოლ ბლექსში" ერთ-ერთ საკვანძო პოზიციაზე თამაშობს. მალილი მულიაინასა და რიჩი მაქოას მსგავსად, 2011 წლის მსოფლიოს თასზე დიდი ხნის ოცნება აისრულა. მეალამუმ "ოლ ბლექსში" 92 კეპი მოიხვეჭა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ შონ ფიცპატრიკს გაუთანაბრდა, რომელიც ასევე შერკინებს კვაჭი იყო.
მაურო ბერგამასკო (იტალია) - უფროსმა ძმებ ბერგამასკოებიდან იტალიურ რაგბიში ეპოქა შექმნა. არგენტინული წარმოშობის დიეგო დომინგესის შემდეგ მაურო იტალიური რაგბის ყველა დროის საუკეთესო მორაგება. ქომაგებს არასდროს დაავიწყდება მისი შესანიშნავი თამაში 2009 წელს ინგლისის ნაკრებთაან. სამწუხაროდ, ხშირი ტრავმების გამო, სავარაუდოდ, მას 2015 წლის მსოფლიოს თასზე ვერ ვიხილავთ.
ნიკოლა მასი (საფრანგეთი) - გასაკვირი არ არის, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრები მას შემდეგ ამოქმედდა მთელი ძალით, რაც პლეიოფისთვის ტრავმირებული ნიკოლა მასი გამოკეთდა და ძირთად შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. მის გარეშე "ლე ბლომ" ჯგუფური ტურნირი უფერულად ჩაატარა და მეოთხედფინალში გაჭირვებით გააღწია.
მასი ახლა 31 წლისაა და ტრავმები აწუხებს. ფრანგებმა უნდა მოახერხონ და ისწავლონ მის გარეშე გაარჯვების მოპოვება.
ჯეიმზ ოლრიჯი (იაპონია) - მან უდიდესი როლი ითამაშა იაპონიის ნაკრების მიერ ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში დადგმულ სპეკქტაკლებში. ჯეიმზმა მომავალ ფინალისტს ორი ლელო გაუტანა, რაც ძალიან ბევრი უდიდესი მორაგბისთვისაც კი საოცნებო ამბავია.
ის ახლა 32 წლისაა, თუმცა ახალ ზელანდიაში დაბადებული იაპონელი, იმდენად სიცოცხლის უნარიანია, რომ თუ რამე სერიოზული პრობლემა არ შეექმნა, ადვილი შესაძლებელია 2015 წლის მსოფლიოს თასზეც ვიხილოთ.
პოლ ემერიკი (აშშ) - მისი ძალისხმევა გადამწყვეტი გამოდგა, იმ შესანიშნავ თამაშში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიოს თასზე აჩვენა. ოთხი წლის შემდეგ ემერიკი 35 წლის იქნება, მაგრამ თუ ამერიკელთა გუნდი პროგრესირებას განაგრძობს, გამორიცხული არ არის, ამაში წვლილი პოლ ემერიკმაც შეიტანოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"