ამ თემაზე საუბარი, უფრო მეტიც, აქტიური მუშაობა ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მიზანი, რაგბის რეგიონალურ პრინციპებზე გადაყვანაა, ისევე, როგორც ეს სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებსა და ბრიტანეთშია.
აღსანიშნავია, რომ "ბრივთან" გაერთიანება, არ ნიშნავს "ლიმოჟის" გაუქმებას. უბრალოდ, ამ ორი კლუბის მართვა ცენტრალიზებულად მოხდება და გადაწყვეტილებებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.
საინტერესოა, რომ ყოველივე ამას ხელმძღვანელობს, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პიერ ვილიპრე, რომელიც
გაერთიანებისას შეიქმნება ეკონომიკური მოდელი, რომელიც გამორიცხული არ არის, რომ სამაგალითოდ განზოგადდეს სხვა რეგიონებისთვის.
პროექტის მიხედვით პირველ წელიწადს "ლიმოჟი" ბრიველთა ბიუჯეტში ორ მილიონ ევროს შეიტანს. ეს, ცხადია, "ბრივის" ბიუჯეტს გაზრდის, რომელიც ამჟამად 13 მილონ 600 ათასი ევროა.
აღსანიშნავია, რომ "ლიმოჟის" ხელმძღვანელებს განზრახული აქვთ სტადიონის რეკონსტრუქცია და სამი წლის შემდეგ სტადიონის ტევადობა 20 ათას მაყურებლამდე გაიზრდება.
შეგახსნებთ, რომ ქართველ მორაგებთა გუნდი "ბრივი" ელიტურ, პირველ დივიზიონში 15 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 ადგილზეა და საუკეთესოთა შორის ადგილის შენარჩნებისთვის იბრძვის.
"ლიმოჟი" კი, რომელიც ფედერალ 1 დივიზიონის D ჯგუფში ასპარეზობს, 9 ტურის შემდეგ 28 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ტიროსს" ოთხი ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ლიმოჟელებს პლეი ოფში მოხვედრისა და იქ წარმატებულად თამაშის შემთხვევაში, ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლის კარგი შანსი აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"