გარი ნევილი სტუმრად "პომებთან"

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სტიუარტ ლანკასტერმა "პომების" ოთხდღიან შეკრებაზე, რომელიც იორკშირში, ლიდსის "ვესტ პარკზე" გაიმართება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი მიიწვია.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას ეროვნულ გუნდში 85 მატჩი აქვს გამართული და ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა.

ის ერთ-ერთია იმ სახელოვან ადამიანებს შორის, რომლებიც ლანკასტერმა საწვრთნელ შეკრებაზე მიიწვია. იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა დახმარება სთხოვა ველომრბოლელ დეივ ბრეილსფორდს, მოკრიკეტე ჰიუ მორისს, რაგბილიგელ ჯიმი პავლინს და ყოფილ კაპრალს კევინ სინფილდს, რომელიც ავღანეთში სამსახურის დროს მძიმედ დაიჭრა.

"ამ 
ადამიანებმა იციან, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, რას ნიშნავს იბრძოლო მისთვის. ჩვენ გვინდა რაგბის ნაკრების წევრებს ვაგრძნობინოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ეს უწინარესად უდიდესი პასუხისმგებლობაა" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული