ფილ გოდმენი "ნარშავებს" დაემატა

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრების ინგლისელმა თავკაცმა ენდი რობინსონმა "სკოტების" შემადგენლობას "ედინბურგის" მგეზავი ფილ გოდმენი დაამატა. 29 წლის მორაგბემ თავი გასულ უქმეებზე "ჰეინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურში გამოიჩინა. მან მატჩის მიწურულს სტუმრად პარიზში "მეტრო რასინგს" არეკნი გაუტანა და ედინბურგელებს 27:24 მოაგებინა.

ვინაიდან "ნარშავების" მგეზავი რუარიდ ჯეკსონი დაშავებულია და უელსური წარმოშობის სტივ შინგლერის თამაში კი საეჭვო, რობინსონმა ნაკრებში გოდმენი იხმო. "ედინბურგს" ამ უქმეებზე გადამწყვეტი მატჩი აქვს შინ "ლონდონ აირიშთან", რის შემდეგაც ფილი ნაკრებში სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში იქნება.

"ტრავმის მოშუშების პროცესში გამუდმებით ვფიქრობდი
არა მარტო კლუბში დაბრუნებაზე, არამედ ნაკრებში თამაშზეც. ბედნიერი ვარ, რომ "ედინბურგს" ვეხმარები და ეროვნულ ნაკრებშიც გამომიძახეს" - თქვა ფილ გუდმენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული