ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, დე ვილიერსი თანამდებობაზე იანვრის ბოლომდე დატოვეს.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ეროვნული გუნდისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს. კანდიდატთა შორის თვითონ დე ვილიერსიცაა, თუმცა ყველაზე მეტი შანსი მაინც ჰეინკე მეიერს და გარეთ სმოლს აქვთ.
დე ვილიერსის უკმაყოფილება კი სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ორჭოფობამ გამოიწვია. მას მიაჩნია, რომ ახალი მწვრთნელი ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა დაენიშნათ.
"სამხრეთ აფრიკის ნაკრებს პირველი მატჩები ივნისში ელის.
გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა მიეღოთ, რადგან ხელს არაფერი უშლიდათ." - თქვა პიტერ დე ვილიერსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"