სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ჰეინკე მეიერი გაწვრთნის

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ამიერიდან, "ბლუ ბულზის" აწ უკვე ყოფილი ტექნიკური დირექტორი ჰეინკე მეიერი იმუშავებს.

"ჩემთვის პატივია განვაცხადო, რომ ჰეინკე მეიერი ჩვენი ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელია", - თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა.

44 წლის მეიერს, რომელსაც ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი "ბლუ ბულზთან" საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები აქვს.

"ყველაფერს ვიღონებ, რათა "ბოკეს" კვლავ დავუბრუნო ძველი დიდება. იმისთვის, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, ყველა სამხრეთაფრიკელის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო", -
თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული