"ჩემთვის პატივია განვაცხადო, რომ ჰეინკე მეიერი ჩვენი ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელია", - თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა.
44 წლის მეიერს, რომელსაც ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი "ბლუ ბულზთან" საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები აქვს.
"ყველაფერს ვიღონებ, რათა "ბოკეს" კვლავ დავუბრუნო ძველი დიდება. იმისთვის, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, ყველა სამხრეთაფრიკელის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო", -
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"