შოტლანდიურ რაგბის ახალი წინამძღოლი ჰყავს

AutoSharing Option
შოტლანდიის რაგბის კავშირის ყრილობაზე, რომელსაც 250 დელეგატი ესწრებოდა, პრეზიდენტად იან მაკლოჰლენი აირჩიეს. ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვა მისცა სკოტთა რაგბის თემს, რომ ყველაფერს გააკეთებს  შოტლანდიური რაგბის განვითარებისთვის, მსოფლიო რაგბიში შოტლანდიის ნაკრების ავტორიტეტის  ამაღლებისთვის.
"მთავარია, რაგბის კავშირსა და კლუბებს შორის ურთიერთობა დალაგდეს, სწორი გზა ავირჩიოთ და რაგბის განვითარებისთვის ყველამ ერთად ვიზრუნოთ. ახლახან ჩვენი ნაკრების არგენტინაში წარმატებული გამოსვლა იმის დასტურია, რომ შოტლანდიურ რაგბის დიდი პოტენციალი აქვს, რისი მაქსიმალურად რეალიზებაც უნდა შევძლოთ" - თქვა იან მაკლოჰლენმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული