ლიონელ ნალე და სებასტიან შაბალი "ლიონში"

AutoSharing Option
უცნაურია, მაგრამ ფრანგული რაგბის ორმა ერთმანეთზე უკეთესმა მორაგბემ, ლიონელ ნალემ და სებასტიან შაბალმა, რომლებიც თავიანთი ექსტრავაგანტურობით გამოირჩევიან, ელიტური, პირველი დივიზიონიდან უკვე გავარდნილ "ლიონთან" მოაწერეს ხელი ორწლიან კონტრაქტზე.

ეს ნაბიჯი პირველმა შაბალმა გადადგა რამდენიმე დღის წინ. მას ახლახან მიბაძა ნალემაც. შეგახსენებთ, რომ მას წლეულს 35 წელი შეუსრულდა და ეროვნულ ნაკრებში 74 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ორივე, ნალეც და შაბალიც, ბურგ ან ბრესში დაიბადნენ. ორივემ პროფესიული კარიერა "ბურგუენში" დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათი გზები 2009 წელს ისევ გადაიკვეთა. მაშინ ორივე პარიზულ "მეტრო რასინგში"
ჩაირიცხა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ნალეს და შაბალს გვერდიგვერდ უწევდათ ეროვნული ნაკრების კვართის ღირსების დაცვისთვის ბრძოლა.

"ჩვენ ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ კარიერის მანძილზე ძალიან ხშირად გვიწევდა ერთად თამაში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო" - ნახევრად ხუმრობით თქვა სებასტიან შაბალმა.

შეგახსენებთ, რომ "ლიონში" ამჟამად ორი ქართველი მორაგბე ირიცხება: შერკინების ბურჯები გურამ კავთიძე და ტარიელ რატიანიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული