მსოფლიოს თასის მფლობელის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა 35 მორაგბე შეარჩია საიმისოდ, რომ საწვრთნელი ბანაკი ორჯერ გამართოს.
"ოლ ბლექსი" პირველად ოქლენდში 20 მაისს შეიკრიბება და 22 მაისამდე ივარჯიშებს. მეორედ კი ქვეყნის ეროვნულ გუნდს დედაქალაქი ველინგტონი უმასპინძლებს. შეკრება ამჯერადაც მოკლე, სამდღიანი იქნება.
გამოძახებულთა შორის ვერ მოხვდა რამდენიმე ცნობილი მორაგბე. ესენია: ზაკ გილფორდი, კორინ ფლინი, ხოსე გეარი, ჯიმი ქოუანი, რობი ფრანი და ანდრე ტეილორი. მიუხედავად იმისა, რომ ზე რაგბის
გუნდის შემადგენლობაში არიან ახლახან გამოჯანმრთელებული ლიდერები, მგეზავი დენ კარტერი და მესამეხაზელი რიჩი მაქოა.
"გუნდის შემადგენლობის შერჩევისას ორ მიზანი დავისახეთ. პირველი და მთავარი მიზანი გუნდის სათანადოდ მომზადებაა, რათა ირლანდიელები სამივე ბრძოლაში დავამარცხოთ. მეორე კი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეების გამოცდა და საქმეში ნახვაა.
გაფართოებულ შემადგენლობაში ბალანსი დაცულია - ძველ, მრავალნაცად მორაგბეებთან ერთად ახალგაზრდებიც მრავლად გამოვიძახეთ. მსოფლიოს თასის 21 მფლობელთან ერთად გუნდში ექვსი ისეთი ახალგაზრდა მორაგბეა, რომელიც შარშან მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობდა.
შეკრებაზე დრო ცოტა გვექნება. ამიტომ ვეცდებით, ის მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა შევძლოთ სათამაშო დისციპლინის განმტკიცება და ახალი კომბინაციების დამუშავება, რომლებსაც ირლანდიის ნაკრებთან მატჩებში გამოვიყენებთ" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.
"ოლ ბლექსის" იმ 30 მორაგბეს, რომელიც ივნისის ტესტებზე იასპარეზებს, ჰანსენი 3 ივნისს დაასახელებს.
ახალი ზელანდია: ჩარლი ფაუმუნია, მაა ნონუ, კევინ მეალამუ, პირი ვიპუ, ალი ვილიამსი, ტონი ვუდკოკი (ექვსივე-ბლუზი), სემ კენი, აარონ კრადენი, რიჩარდ კაჰუი, ტავერა კერ-ბერლოუ, ბროდი ლეტლიკი, ბენ ტამეიფუნა, სონი ბილ ვილიამსი (შვიდივე-ჩიფსი), ბოდენ ბარეტი, ქორი ჯეინი, ჯულიან სავეა, ბრედ შილდსი, კონრად სმიტი, ვიქტორ ვიტო (ექვსივე-ჰარიკენზი), დენ კარტერი, უაით კროკეტი, იზრაელ დაგი, ენდი ელისი, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ლუკ რომანო, ლუკ ვაითლოქი, სამუელ ვაითლოქი (ყველა-კრუსეიდერზი), ტამატი ელსომი, ენდრიუ ჰორი, აარონ სმითი, ბენ სმითი, ადამ თომსონი (ხუთივე-ჰაილენდერზი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"