აფრიკელთა კაპიტანი "ბარბაროსებს" წარუძღვება

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯონ სმიტი "ბარბაროსებს" ლონდონში, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან მატჩში წარუძღვება.

სმიტთან ერთად პირველ ხაზში ითამაშებენ ჯონ აფოა და ნეემია ტიალატა.

"გუნდში რამდენიმე უმაღლესი დონის მოთამაშე გვყავს, რომლებსაც კაპიტნობა შეუძლიათ, მაგრამ არჩევანი ჯონიზე შევაჩერეთ, რადგან მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ საქმეში. ის წლების განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოჩი იყო და ამ გუნდთან ერთად მუდამ დიდი მი
ზნებისთვის იბრძოდა." - თქვა
"ბარბაროსების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ჯონ ქირვანმა.

იტალიისა და იაპონიის ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.

მან
"ბარბაროსთა" შემადგენლობაში სათამაშოდ ინგლისის ნაკრებიდან გაძევებული შუამარბი მაიკ თინდოლი მიიწვია და ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა. არადა, თინდოლმა ქირვანის სამშობლოში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში თავი შეირცხვინა, რაც ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზი იყო.

ბარბაროსები
15. მალილი მულიაინა, 14. პოლ სასკი, 13. კესი ლაულალა, 12. მაიკ თინდოლი, 11. იან ბოლშო, 10. სტივენ დონალდი, 9. რორი ლაუსონი. 1. ნეემია ტიალატა, 2. ჯონ სმიტი, 3. ჯონ აფოა, 4. მარკ ჩისლომი, 5. ანტონი ფან ზილი, 6. ერნსტ იუბერი, 7. ჯონი ბიტი, 8. აკაპუსი ქერა.
16. ბენუა ოგუსტი, 17. დანკან ჯოუნზი, 18. პელუ ტაელე, 19. რაფაელ ლაკაფია, 20. ჯერომ ფილოლი, 21. ფელიპე კონტეპომი, 22, საილოსი ტაგიკაკიბაუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული