"ოლ ბლექსი" ტრადიციას არღვევს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა შესაძლოა დაარღვიოს საუკუნოვანი ტრადიცია და ამ ქვეყნის ნაკრების კვართზე ერთ-ერთი სპონსორის ლოგო გამოჩნდეს.

ცნობილია, რომ "ოლ ბლექსი" ერთადერთი გუნდია მსოფლიოში, რომელიც მაისურზე სპონსორის რეკლამას არ ათავსებს. ეს ტრადიცია სათავეს შორეული 1880 წლიდან იღებს. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი თავდაპირველად უარს ამბობდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.

თუმცა იქაურმა მედიამ გამოიძია და დაადგინა, რომ მოლაპარაკება ამერიკულ სადაზღვევო კომპანია AIG-ისთან მიმდინარეობს.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ სწორედ ამის შემდეგ გამოთქვა კომენტარის სურვილი:

"სავსებით ნორმალურია, რომ ჩვენი ორგანიზაცია
მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე კომპანიას
თან სპონსორობის თაობაზე. დეტალებს, ცხადია, ვერ გავაცხადებთ, რადგან ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

ამასთან ერთად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული "ადიდასთან" 2019 წლამდე, რაც ჩვენს რაგბის ასულდგმულებს".


არაოფიციალურად კი უკვე ცნობილია, რომ ამერიკულმა კომპანიამ ახალზელანდიელები საკმაოდ სარფიანი, ხუთწლიანი ხელშეკრულების დადებაზე დაითანხმა. თუმცა ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

რაც შეეხება თავად AIG-ს, ეს კომპანია 2006-10 წლებში საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედის" სპონსორი იყო. თუმცა საყოველთაო ეკონომიკური კრიზისის დროს კომპანიას სახელი გაუფუჭდა, ის საპენსიო ფონდთან მაქინაციებში დაადანაშაულეს და იძულებული გახდა, სახელი გამოეცვალა.

ბოლო დრომდე ამ ორგანიზაციას "Chartis" ერქვა და ძველი სახელწოდება ერთი კვირის წინათ დაიბრუნა.

ერთი სიტყვით, დაარღვევენ თუ არა ტრადიციას ახალზელანდიელები, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული